.,ცესკო-ს მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი იქნება", _განაცხადა ჟურნალისტებთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
,,მე, როგორც ახალი თავმჯდომარე, მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე, ვიქნებით კანონმორჩილი ადმინისტრაცია, ჩვენს საქმეში ჩართული იქნებიან პროფესიონალები და ვიქნებით, რა თქმა უნდა, მიუკერძოებლები", _განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას, კონსტანტინე ამირეჯიბისა და მანუჩარ გამყრელიძის კანდიდატურები განიხილებოდა. ხოლო ხმათა უმრავლესობითY ცესკო-ს 6-მა წევრმა თამარ ჟვანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.